,,მათემატიკური ხელოვნება“
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები შეისწავლიან და მოიძიებენ ორნამენტებს ძველ ხუროთმოძღვრულ ძეგლებში, ხალიჩებსა და ნაქარგებში. შექმნიან გეომეტრიულ ფიგურებს.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეისწავლიან და დახვეწენ გეომეტრიულ ფიგურებს. მათემატიკურად გამოიკვლევენ ქართული ორნამენტის ნიმუშებს.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეისწავლიან გეომეტრიული გარდაქმნების სხვადასხვანაირად გამოყენებას პრაქტიკაში. ჩამოუყალიბდებათ კვლევა–ძიების უნარჩვევები და ანალიტიკური აზრნოვნების უნარი.
მონაწილეთა ასაკი: 15–16 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 15–დღე
მოსალოდნელი შედეები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები შექმნიან ნახაზებისა და სურათების მიხედვით მათემათიკურ ორნამენტებს. ბიჭები ხეში ამოკვეთენ სიმეტრიულად სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებს. გოგონები გაკეთებენ ქსოვილზე ნაქარგებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, ინტერნეტი, ხეში ამოსაკვეთი ინსტრუმენტები. საქარგავი ძაფები და ქსოვილები. ციფრული ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა: I დღე- მოსწავლეთა ორგანიზება ფუნქციების განაწილება. მე–2–რე დღე – ჯგუფები კომპიუტერის საშუალებით ქმნიან გეომეტრიულ ფიგურებს.
შემდეგი 5 დღე ინფორმაციის მოძიება ორნამენტების შესახებ.
შეისწავლიან და მათემატიკურად გამოიკვლევენ ქართული ორნამენტების ნიმუშებს.
მოვაწყობთ ექსკურსიეას გელათსა და ნიკორწმინდაში. 3 – დღე.
ბიჭების ჯგუფს მივამაგრებ დურგალს, გოგონებს კი მქარგავს. რომლებიც დახვეწენ გეომეტრიულ ფიგურებს. – ერთი კვირა.
გააკეთებენ ამსახველი მასალების ბუკლეტს.
შემდეგ ხდება პროექტის პრეზენტაცია და შეფასება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათემატიკა–ხელოვნება–ისტი.
პროექტის ხელმძღვანელი: მზია ხოშორაძე.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: mziaxoshoradze@gmail.com